ჩვენი კომპეტენცია და შესაძლებლობები

ჩვენი შეთავაზება „კონტრაქტორი“ და „დამკვეთი“ კომპანიებისათვის „ტექნიკური დახმარების“ ფარგლებში.

წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ვფიქრობთ, შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ „ორგენერგომშენს“ გააჩნია საკმარისი კომპეტენცია ჰიდროენერგეტიკული და მსგავსი ნაგებობების მშენებლობით დაინტერესებული „კონტრაქტორი“ და „დამკვეთი“ კომპანიებისათვის შეასრულოს ტექნიკური მომსახურება მათი მოთხოვნების შესაბამისი მოცულობითა და სტანდარტების დონეზე, მათ შორის:

a). “კონტრაქტორი“ კომპანიებისათვის:

  • a.1) სამშენებლო პროექტების ექსპერტიზა და ანალიზი, მათში კომპანიების რესურსებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით კორექტივების შესატანად;
  • a.2) სამშენებლო და საწარმოო ბაზების პროექტირება;
  • a.3) სამშენებლო სამუშაოების ორგანიზაციისა და წარმოების პროექტების შესრულება უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების გათვალისწინებით;
  • a.4) მშენებლობებზე მოწინავე ტექნიკისა დატექნოლოგიების დანერგვა;
  • a.5) მშნებლობების ზედამხედველობა (მონიტორინგი/ინსპექცია);
  • a.6) ნაგებობების გეოდეზიური დაკვალვის კონტროლი;
  • a.7) ნაგებობების საშემსრულებლო დოკუმენტაციების შესრულება;
  • a.8) კონტრაქტორის საკონსულტაციო მომსახურეობა;
  • a.9) კონტრაქტორის საწარმოო-ტექნიკური სამსახურის ფუნქციების ნაწილობრივ ან სრულად შესრულება;
  • a.10) სამშენებლო კომპანიებთან ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში საკონკურსო დოკუმენტაციების მომზადება ტენდერებში მონაწილეობის მიზნით;
  • a.11) ჩამონათვალში გაუთვალისწინებელი სხვა სამუშაოების შესრულება, ურთიერთშეთანხმებული პირობებით;

b). „დამკვეთი“ კომპანიებისათვის:

  • b.1) პროექტების ექსპერტიზა, ანალიზი, და მისი შესაძლო კორექტირებისათვის წინადადების წარდგენა;
  • b.2) ტექნიკური პირობების დაზუსტებისა და გაცემის ორგანიზაცია;
  • b.3) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის მიღების ორგანიზაცია;
  • b.4) სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად ნებართვების მიღების ორგანიზაცია;
  • b.5) გრუნტისა და სამშენებლო ნაგავის გატანისა და დასაწყობების ადგილების დადგენა, მათი შეთანხმება ადგილობრივ ადმინისტრაციებთან და გადაცემა სამშენებლო ორგანიზაციებისათვის;
  • b.6) სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველობა და მასალების ხარისხის ლაბორატორული კონტროლის ორგანიზაცია;
  • b.7) ნაგებობებისათვის მონიტორინგის სისტემის შესყიდვის ორგანიზაცია და მისი მონტაჟის კონტროლი;
  • b.8) ჰიდროენერგეტიკული და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის ორგანიზაციისა და წარმოების ეროვნული სამშენებლო ნორმებისა და წესების სრულყოფა, შესაბამისი ევროპული და ამერიკული ნორმატივების გათვალისწინებით;
  • b.9) სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების გრაფიკების შეთანხმება და მისი შესრულების კონტროლი;
  • b.10) „კონტრაქტორის“ მიერ შესრულებული სამუშაო მოცულობების შუალედური მიღების კონტროლი და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების ორგანიზაცია;
  • b.11) ჩამონათვალში გაუთვალისწინებელი სხვა სამუშაოების შესრულება, ურთიერთშეთანხმებული პირობებით;